ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩის შეხვედრა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა მიმდინარე წლის 24 მარტს შეხვედრა გამართა ესტონეთის შინაგან საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან ანდრეს ანველტთან. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საშინაო საქმეთა სფეროში, ორ ქვეყანას შორის, არაერთი კონკრეტული მიმართულებით მიმდინარე ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმოხილვა, ისევე როგორც სამომავლო ურთიერთობების განვითარების გზებზე მსჯელობა. 

ამ კონტექსტში, შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე კანონაღსრულების შესაძლებლობების გაზრდისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. 

საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტებზე და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე შესაბამის რეფორმებზე; ამ პროცესში შინაგან საქმეთა სფეროში გადადგმულ ნაბიჯებზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მნიშვნელოვნად გაძლიერებული საპოლიციო თანამშრომლობის ჩათვლით და მიღწეულ პროგრესზე. 

მინისტრმა ანველტმა საქართველოს ელჩს მიულოცა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რაზეც თეა ახვლედიანმა მადლიერება გამოთქვა ესტონეთის მხრიდან გაწეულ დახმარებასა და მტკიცე მხარდაჭერასთან დაკავშირებით. 

საქართველოს ელჩი ესტონელ მინისტრს ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე, მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებების ჩათვლით. ანდრეს ანველტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

მხარეებმა, შეხვედრისას აგრეთვე განიხილეს ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები საშინაო საქმეთა კუთხით და ამ კონტექსტში სხვადასხვა, მათ შორის მინისტრთა დონეზე, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

შეხვედრის დასასრულს, განხილულ იქნა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობები და ელჩმა კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ესტონელი კოლეგის საქართველოში ოფიციალური მოწვევის შესახებ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა მიმდინარე წლის 24 მარტს შეხვედრა გამართა ესტონეთის შინაგან საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან ანდრეს ანველტთან. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საშინაო საქმეთა სფეროში, ორ ქვეყანას შორის, არაერთი კონკრეტული მიმართულებით მიმდინარე ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმოხილვა, ისევე როგორც სამომავლო ურთიერთობების განვითარების გზებზე მსჯელობა.

ამ კონტექსტში, შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე კანონაღსრულების შესაძლებლობების გაზრდისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტებზე და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე შესაბამის რეფორმებზე; ამ პროცესში შინაგან საქმეთა სფეროში გადადგმულ ნაბიჯებზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მნიშვნელოვნად გაძლიერებული საპოლიციო თანამშრომლობის ჩათვლით და მიღწეულ პროგრესზე.

მინისტრმა ანველტმა საქართველოს ელჩს მიულოცა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რაზეც თეა ახვლედიანმა მადლიერება გამოთქვა ესტონეთის მხრიდან გაწეულ დახმარებასა და მტკიცე მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

საქართველოს ელჩი ესტონელ მინისტრს ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე, მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებების ჩათვლით. ანდრეს ანველტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხარეებმა, შეხვედრისას აგრეთვე განიხილეს ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები საშინაო საქმეთა კუთხით და ამ კონტექსტში სხვადასხვა, მათ შორის მინისტრთა დონეზე, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრის დასასრულს, განხილულ იქნა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობები და ელჩმა კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ესტონელი კოლეგის საქართველოში ოფიციალური მოწვევის შესახებ.

 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ