ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა ესტონეთის წარმოების მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა, 2017 წლის 21 აპრილს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა „ესტონეთის წარმოების" (Enterprise Estonia) მმართველი საბჭოს ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან ბ-ნ ალო იავსკისთან და ორგანიზაციის განახლებულ მმართველ გუნდთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა „ესტონეთის წარმოებასთან" თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული გზები და ინიციატივები. თეა ახვლედიანმა ესტონელ პარტნიორებს გააცნო საქართველოში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ნაბიჯები, ისაუბრა არსებულ საინვესტიციო გარემოზე და საქართველოს, როგორც ბიზნესის წარმოების რეგიონული ჰაბის მზარდ მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის მასტიმულირებელი მექანიზმები.

შეხვედრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და მისი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პრიორიტეტის ფარგლებში, 2017 წლის მეორე ნახევარში ესტონეთში, ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების განხილვას.

ასევე აღინიშნა, გასულ წლებში, „ესტონეთის წარმოებასთან" საელჩოს მჭიდრო ურთიერთობები და ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის მნიშვნელობას. ესტონურმა მხარემ მოკლედ მიმოიხილა ესტონეთში ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის პრიორიტეტები და დაადასტურა მზადყოფნა გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა შესაბამისი მიმართულებებით.

 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ