ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩის სიტყვით გამოსვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ღონისძიებაზე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე, სახელწოდებით - "Incoming Estonian EU Presidency - EU integration perspectives and expectations of the Associated Eastern European Partners ahead of the Eastern Partnership Brussels Summit”. ღონისძიება საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობასთან პარტნიორობითა და მათივე მხარდაჭერით, ასევე, ესტონეთში მოლდოვის და უკრაინის საელჩოებთან თანა-ორგანიზებით, ა.წ. 16 ივნისს, ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის შენობაში გაიმართა.

ღონისძიებაში, საპატიო სტუმრის სახით მონაწილეობდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სიტყვით გამომსვლელთა შორის, ასევე იყვნენ ესტონეთში მოლდოვას და უკრაინის ელჩები. საჯარო ღონისძიება, რომელსაც მოდერატორობას უწევდა „ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი ემეტ ტუჰი, მისასალმებელი სიტყვით გახსნა ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კეიტ კასემეტსმა.

ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მნიშვნელობაზე, ასევე ევროკავშირთან ასოცირებული სამი ქვეყნის შესაძლო მოლოდინებზე მსჯელობა; ფართო საზოგადოებისთვის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაღრმავების შემდგომი პრიორიტეტების გაცნობა და საქართველოს პოზიციის განმარტება; ამ კონტექსტში, ა.წ. 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის როლის ხაზგასმა. საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნული მიმართულებების წარმოჩენასთან ერთად, ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით და ევროკავშირის როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში; ამასთან მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი განვითარებები, მიღწეული პროგრესი, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და საქართველოს რეფორმების ჩათვლით.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა ისაუბრა ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მოსამზადებელ პერიოდზე და დასახულ პრიორიტეტებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ესტონეთის თავმჯდომარეობის ჰორიზონტალურ პრიორიტეტს წარმოადგენს და აუცილებელია მასზე მეტი ყურადღების გამახვილება. სვენ მიკსერმა მეტად დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობები და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მოლოდინებზე შესაბამისი რეაგირება. სვენ მიკსერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეულ ძალისხმევას, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თვალსაზრისით; მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, უსაფრთხოების სფეროში, ევროკავშირისა და ნატო-ს სამშვიდობო მისიების ფარგლებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო ღონისძიების ტალინში ჩატარებას.

კონფერენციას ესწრებოდნენ ესტონეთის სამთავრობო უწყებების და პოლიტიკური წრეების, პარლამენტის, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები. სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

 

ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალისთვის დააჭირეთ: აქ

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ