ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
კონკურსი ტალინში საქართველოს საელჩოში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზნით

საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში აცხადებს კონკურსს, სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთათვის (კონკურსი წარმოებს ჯამში 4 ვაკანსიაზე). ამასთან, კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი საბუთების შესაბამისად, კანდიდატურების შერჩევა;

2. გასაუბრება სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველებთან.

 

სტაჟიორად მიიღება - საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან უმაღლესი განათლების მქონე პირი, მისი განაცხადის საფუძველზე. სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე.

 

პრაქტიკანტად მიიღება - საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი. პრაქტიკანტად მიღებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა პირის  სწავლის შესახებ. სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

 

სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი.

 

კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ, შესაბამისი პროფილური განათლების მქონე სტუდენტებს (საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სოციალური მეცნიერებების სხვა შესაბამისი დარგი).

 

კონკურსანტების მიმართ ძირითადი მოთხოვნებია:

·         გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;

·         ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

·         საოფისე პროგრამების ფლობა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1.      სამოტივაციო წერილი (მიუთითეთ სასწავლო პრაქტიკის ან სტაჟირების დაწყების თქვენთვის სასურველი თარიღი);

2.      ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae);

3.      საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

4.      ესტონეთში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების ან შესაბამისად, სასწავლო პრაქტიკის გავლის პერიოდს.

 

მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: tallinn.emb@mfa.gov.ge

 

განაცხადები მიიღება, კონკურსის გამოცხადებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში (2017 წლის 18 სექტემბრიდან - 29 სექტემბრის ჩათვლით).

 

იმ კონკურსანტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ ეტაპს, საელჩო დაუკავშირდება, არა უგვიანეს ამა წლის 13 ოქტომბრისა.

 

გისურვებთ წარმატებებს !

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ