ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღიო ტალინში ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში სახელწოდებით

ესტონეთში ქართული ენის შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით, 2017 წლის 26 სექტემბერს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ტალინში გამართული ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, სახელწოდებით „ენების კაფე“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის, ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების, ტალინის უნივერსიტეტისა და მონაწილე დიპლომატიური წარმომადგენლობების, მათ შორის საქართველოს საელჩოს მიერ. 

 

ენების ევროპული დღის აღნიშვნის ღონისძიების გახსნას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი.

“ენების კაფეს” ფარგლებში ჩატარდა რვა 15-წუთიანი მინი-გაკვეთილი 25 სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ, არაბულ, ჩინურ, ესპანურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, იაპონურ, ბერძნულ, ლიტვურ, ლატვიურ, ნორვეგიულ, პოლონურ, ფრანგულ, შვედურ, გერმანულ, ფინურ, დანიურ, ჩეხურ, თურქულ, უნგრულ, რუმინულ, უკრაინულ, ესტონურ, ირლანდიურ  და რუსულ ენებზე.

ღონისძიებაზე ქართული კუთხე განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა. ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეებს საელჩოს წარმომადგენლების მიერ მიეწოდათ ინფორმაცია ქართული ენის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ, ასევე გადაეცათ ქართული ენის შესახებ მომზადებული სპეციალური საინფორმაციო მასალა.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ