ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

2010 წლის 13-14 სექტემბერს ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოწვევით ესტონეთს ეწვია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ივანე მერაბიშვილი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას “შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.” ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას განხილულ იქნა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ესტონეთის რესპუბლიკაში სწავლის გაგრძელების საკითხები. 

განთავსების თარიღი: 20.09.2010
 

2010 წლის 5-7 ივლისს ესტონეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ელენე თევდორაძე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ესტონეთის კულტურის სამინიტროში, ესტონეთის ინტეგრაციის ფონდში და პარლამენტში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ესტონეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრებზე ასევე ესტონური მხრიდან წარმოდგენილი იქნა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების კუთხით ესტონური გამოცდილების გაზიარების თაობაზე. 

განთავსების თარიღი: 05.07.2010
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ესტონეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ა.წ. 21-29 მაისს ტალინში გაიმართება ქართული კულტურის კვირეული. Kკვირეულის ფარგლებში ესტონელ მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს სხავადასხვა სახის ღონისძიებას, კერძოდ ჯაზ-კონცერტს, საფორტეპიანო საღამოს, ფოტო გამოფენას და თეატრალურ წარმოდგენას. დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ – www.geoweek.eu

განთავსების თარიღი: 20.04.2010
 

2010 წლის 20-21 იანვარს ესტონეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები უმაღლეს დონეზე ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან მის აღმატებულება ტოომას ჰენდრიკ ილვესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ენე ერგმასთან, პრემიერ-მინისტრთან ანდრუს ანსიპთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან. 

განთავსების თარიღი: 28.01.2010
 

თბილისი, 2009 წლის 30 სექტემბერი. დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელსაც ევროკავშირის საბჭომ გასულ წელს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზებთან დაკავშირებული ფაქტების დადგენა დაავალა, თავისი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მოყვანილი თითქმის ყველა ფაქტი მოვლენეთა განვითარების ქართულ ვერსიას ადასტურებს.

განთავსების თარიღი: 02.10.2009
 

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესტონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ

 

 

განთავსების თარიღი: 26.08.2009
 

პრესკონფერენცია რუსეთის აგრესიის წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით

განთავსების თარიღი: 10.08.2009
 
განთავსების თარიღი: 30.11.-0001
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ