ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ძვირფასო სტუმარო,

estonia/2222222.jpgგამარჯობა. გმადლობთ, რომ ეწვიეთ ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდს - ვიმედოვნებ, ის ხელს შეგიწყობთ გაეცნოთ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, მოიძიოთ ინფორმაცია საქართველო-ესტონეთის ურთიერთობებისა და საქართველოს საელჩოს საქმიანობის შესახებ, ასევე, დაგეხმარებათ საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო მასალის მოპოვებაში.

საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქრისტიანული ქვეყანაა, რომელიც მუდმივად გამოირჩეოდა უძველესი კულტურითა და მრავალფეროვნებით, სტუმართმოყვარეობით, შეუპოვრობით დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, თავისუფლების სიყვარულით, შემწყნარებლობით და ადამიანებისადმი განსკუთრებული სითბოთი. ჩემთვის უდიდესი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს, ამავდროულად, სწორედ ესტონეთში, რომელიც ასევე ხანგრძლივი ისტორიის, საინტერესო ტრადიციებისა და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა; მან შეძლო სამაგალითოდ მოეხდინა ქვეყნის ტრანსფორმაცია ევროპის კავშირამდე მიმავალ გზაზე და დღეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოა.

ტალინში საქართველოს საელჩო 2007 წლიდან ფუნქციონირებს. საელჩოს უპირველესი მიზანია საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა კი, მიმართულია საქართველოსა და ესტონეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ.

დღეს ჩვენი ქვეყანა ღიად აცხადებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწვერიანებისკენ სწრაფვას.

საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია ესტონეთის მხრიდან როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. ვფიქრობ, განსაკუთრებით დასაფასებელია ესტონეთის მიერ გამოხატული მხარდაჭერა 2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის დროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ჩვენთვის უმძიმეს დღეებში თბილისში ჩამოვიდა და გვერდში დაუდგა ქართველ ერს.

უკვე წლებია, რაც საქართველო წარმატებულად ახორციელებს რეფორმებს ეკონომიკურ სფეროში, ქმნის ხელსაყრელ საინვესტიციო პირობებსა და თავისთავად არსებულ მრავალფეროვან ლანდშაფტსა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად - ტურისტთათვის მიმზიდველ გარემოს. ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმისა თუ სხვა სფეროებში არსებული პოტენციალი, ისევე როგორც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მას ინვესტორებისათვის.

საქართველოსა და ესტონეთს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ხალხთა შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

მინდა გამოვხატო სურვილი და მზადყოფნა, საელჩოს მთელი შემადგენლობით, დავეხმაროთ ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრებს, დაინტერესების და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში. აქვე, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საელჩოს ვებ-გვერდით დაინტერესებისთვის, და შემოგთავაზოთ ეწვიოთ ჩვენს ფეისბუკ-გვერდს Embassy of Georgia Tallinn, Estonia

თეა ახვლედიანი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ