საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თენგის აბულაძის მხატვრული ფილმის ,,მონანიება“ ჩვენება

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 30 აგვისტოს, ტალინში არსებული ესტონეთის კინოს მუზეუმში გაიმართა რეჟისორ თენგის აბულაძის მხატვრული ფილმის ,,მონანიება“ ჩვენება.  ღონისძიება მიეძღვნა როგორც საქართველოს, ასევე  ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს.

ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ესტონეთის სახელმწიფო უწყებების,  არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის წრეების,  მედიისა და  ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა, ესტონეთის კულტურის სამინისტროს კულტურული დივერსიფიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა ანნე-ლი რეიმაამ და კომპოზიტორმა და ,,არვო პიარტის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაიკლ პიარტმა (ფილმში გამოყენებულია ცნობილილი ესტონელი მუსიკოსის და დისიდენტის  არვო პიარტის ნაწარმოები)