საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოტოგამოფენა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით

31 აგვისტოს ესტონეთის ოკუპაციისა და თავისუფლების მუზეუმში გაიმართა ფოტოგამოფენა, რომელიც მიეძღვნა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სამხედრო აგრესიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, თავდაცვის და აკადემიური წრეების, ასევე   ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.