საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ ყარაულაშვილის შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ანელი ოტთან

2021 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ ყარაულაშვილის შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ანელი ოტთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის თანამშრომლობა კულტურის ისეთ დარგებში როგორიცაა კინოხელოვნება, თეატრი, მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ასევე კულტურის სფეროში ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და კონკრეტულ ინიციატივებზე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გამტკიცების მიზნით. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა ახალგაზრდობის საკითხთა და სპორტის მიმართულებით.