შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ დინამიურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე განიხილეს ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის წახალისებას, ინვესტიციების მოზიდვას სოფლის მეურნეობის დარგში, აგრო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს და კლიმატის ცვლილებებს, რომელიც გავლენას ახდებს სოფლის მეურნეობის დარგზე. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები მეცხოველეობის და აკვაკულტურის სექტორებში. ყურადღება გამახვილდა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ესტონურმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს საქართველოსთან თანამშრომლობა და შესაბამისი მხარდაჭერა.