საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოტო-გამოფენა ,,33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან, საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისათვის“

2022 წლის 19 აპრილს, ესტონეთის ოკუპაციისა და თავისუფლების მუზეუმში, გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის 33-ე წლისთავისადმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა ხსენებული საკითხისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა, რომელმაც ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თუმცა, ეს დღე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა და ახალ ეპოქას მისცა დასაბამი.
ღონისძიებას დაესწრნენ ესტონეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორა და ტალინში მყოფი ქართველი სტუდენტები.