19 მარტს, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალარ არისს
2024 წლის 19 მარტს, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალარ კარისს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა საქართველოს ელჩისა და ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს ელჩმა გამოხატა მზაობა ხელი შეუწყოს საქართველოს და ესტონეთს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, მათ შორის ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში.
დამატებით, შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ესტონეთის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. გარდა ამისა, საუბრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასევე, სამომავლო პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. შეხვედრის ფარგლებში ზურაბ ხამაშურიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობას და ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერის გამო;