Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ესტონეთში საქართველოს ელჩის არჩილ ყარაულაშვილის სამუშაო ვიზიტი ქალაქ პალდისკიში

2023 წლის 2 თებერვალს, გაიმართა ესტონეთში საქართველოს ელჩის არჩილ ყარაულაშვილის სამუშაო ვიზიტი ქალაქ პალდისკიში და დასავლეთ ჰარიუს მუნიციპალიტეტში. ვიზიტის ფარგლებში შედგა ელჩის შეხვედრები პალდისკის მეწარმეთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივანთან და ასოციაციის წევრებთან, რომლის მსვლელობისას ელჩმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ენერგოტრანზიტული და მწვანე ენერგიის მწარმოებელი ქვეყნის პოტენციალზე. ელჩი ასევე ეწვია პალდისკის პორტს და გამართა შეხვედრები პორტის ხელმძღვანელ პირებთან.
ამავე დღეს გაიმართა ელჩის ლექცია დასავლეთ ჰარიუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. ესტონელ მოსწავლეებს ელჩი ესაუბრა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებზე, გააცნო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტული პოტენციალი, ზოგადად შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს. მან ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრის დიდი ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა.