ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს ურმას ეიგლას
2024 წლის 5 მარტს, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს ურმას ეიგლას.
სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, ელჩმა ხაზი გაუსვა ესტონეთთან ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობას და დაადასტურა სურვილი მომავალში ხელი შეუწყოს საქართველო-ესტონეთს შორის თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებას ყველა შესაძლო მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელმა ზურაბ ხამაშურიძეს წარმატებები უსურვა ქვეყანაში საქმიანობის პროცესში და აღუთქვა საელჩოს საქმიანობის შემდგომი მხარდაჭერის მზაობა.