Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ესტონეთ-საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი

2022 წლის 7 დეკემბერს, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, პირეტ ჰარტმანმა ხელი მოაწერეს  ორ ქვეყანას შორის 2022-2025 წლებში კულტურული თანამშრომლობის შესახებ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა  ითვალისწინებს თანამშრომლობას  კულტურის სხვადასხვა სფეროებში,  გამოცდილების გაზიარებას  კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში და დიალოგს  ხელოვნების სფეროებში მოღვაწე პირებს შორის. 
ხელმოწერას დაესწრნენ ესტონეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ქართული დიასპორა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ უძღოდა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ესტონეთის კულტურის მინისტს შორის, რომლის მსვლელობაში მხარეებმა მიმოიხილეს გასულ წლებში კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული აქტივობები.