- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- არჩილ ყარაულაშვილი
არჩილ ყარაულაშვილი
დაბადების თარიღი: 1973 წლის 8 ივნისი
განათლება
1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
ნოემბერი, 2019-დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში
მარტი, 2018 - ნოემბერი, 2019 - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მარტი, 2015 - დეკემბერი, 2017 - მინისტრის პირველი მოადგილე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
დეკემბერი, 2004 - მარტი, 2015 - ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
მარტი, 2004 - დეკემბერი, 2004 - აპარატის უფროსი
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
2000 - 2004 - უცხოური ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
1997-2000 - დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
უცხოური ინვესტიციების, კრედიტებისა და უწყებათაშორისი პროექტების დეპარტამენტი, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო
1997-2000 - კონსულტანტი
საქართველოს საინვესტიციო სააგენტო
1996- 1997 - ბიზნესის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო
1995 - 1996 - უფროსი სპეციალისტი
საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტი
საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები;
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით;
- საქართველოსა და ევროკავშირის შორის შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ;
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ;
- საქართველოსა და საფრანგეთს შორის შეთანხმება კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ;
- მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებები;
- ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკები მექსიკასთან, კანადასთან, შვეიცარიასთან, სლოვენიასთან, ჩეხეთთან, შვედეთთან, ავსტრიასთან, ქუვეიტთან, პაკისტანთან, ბანგლადეშთან, კორეასთან და ა.შ.
კვლევები და გამოცემები
თანა-ავტორი წიგნების:
- ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობები;
- გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები.
მიღებული ჯილდოები
2011 წელი - ღირსების ორდენი (გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანებულებით)
ენები:
ქართული (მშობლიური), ინგლისური და რუსული
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.