საქართველოს საელჩომ ესტონეთის რესპუბლიკაში მონაწილეობა ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „საშობაო ბაზრობაში''
5 ნოემბერს, საქართველოს საელჩომ ესტონეთის რესპუბლიკაში მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (International Women’s Club) მიერ ტალინში ორგანიზებულ „საშობაო ბაზრობაში“. საშობაო ბაზრობაში მონაწილეობას იღებს ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და იგი ტარდება გამოფენა-გაყიდვის ფორმატით, ხოლო შემოსული თანხა მთლიანად ირიცხება საქვემოქმედო ფონდში. ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში საელჩომ წარმოადგინა სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია, მათ შორის ტრადიციული ქართული კერძები და სასმელები. ბაზრობას ეწვია ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი და ესტონეთის პირველი ლედი სირიე კარისი.
საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში მხარდაჭერისთვის საელჩო მადლობას უხდის რესტორან ,,ტავერნა თბილისს“.