Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ტურიზმის პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები ტალინში

2022 წლის 27 აპრილს, ქალაქ ტალინში, სასტუმრო Hilton Park Tallinn-ში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით და ავია-კომპანია “airBaltic” პარტნიორობით გაიმართა საქართველოს ტურიზმის პოტენციალის პრეზენტაცია და შედგა B2B შეხვედრები. ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და თანამშრომლობის ხელშეწყობას ორი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელთა შორის. მასში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ქართულმა და ესტონურმა კომპანიებმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა ლევან ჯაფარიძემ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავჯდომარემ თინათინ ზოიძემ.