Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ფოტო გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“

30 მაისს, ტალინის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, House of the Blackheads, საქართველო-ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა ფოტო გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოსა და ევროპის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული და სამხედრო თანამშრომლობის, ასევე, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების ამსახველ ისტორიულ-დოკუმენტურ მასალა. ღონისძიებას დაესწრნენ ესტონეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორა და ტალინში მყოფი ქართველი სტუდენტები.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა, რომელმაც თავის გამოსვლაში საგანგებოდ ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე გაკეთებულ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას.